მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა

Pfizer-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირეს
1607960193
COVID-19

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა გაკეთდა. ამის შესახებ BBC წერს. 

Pfizer / BioNTech-ის პირველი ვაქცინა სამედიცინო პერსონალს გაუკეთდა.

ვაქცინის დოზას 150 საავადმყოფო მიიღებს.

ვაქცინაციის აშშ-ის პროგრამის მიზანია, აპრილამდე 100 მილიონი ადამიანი აიცრას.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. დანარჩენ 5%-ს კი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაქცინაცია აშშ-ში ვაქცინის რეგისტრაციიდან 24 საათში დაიწყება.

COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რას უკავშირდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა?

როგორი ეპიდვითარებაა საქართველოში?