მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს - მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში  ბავშვებში გაზრდილ ინფიცირებაზე ისაუბრა.
1632039410
COVID-19

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში გუშინ 8 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება.

„გასული 10 დღის განმავლობაში მომართვიანობა შემცირებულია. კლინიკაში ამჟამად 119 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი.

რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის საკლასო ოთახში დაწყება სახიფათოა

👉 „სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან საბრძოლველად ერთადერთი ბერკეტი არის ვაქცინა“

👉 რომელი პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას?