მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ინდური შტამი ძალიან სახიფათოა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აცრის დაბალი მოცვაა“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1623933706
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსის ინდური ე.წ. დელტა შტამი განსაკუთრებით სახიფათოა და ძალიან სწრაფ გავრცელებას იწვევს

„დელტა შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველო. დღეს დილით გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ დელტა შტამის გამო ყოველი 11 დღის განმავლობაში შემთხვევები გაორმაგდა.

ეს შტამი შემთხვევების ძალიან სწრაფ გავრცელებას იწვევს. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, განსაკუთრებით იმათ შორის ვინც აუცრელია. ძალიან სახიფათოა თუ გავითვალისწინებთ რამდენად დაბალი მოცვაა აცრის“, - აღნიშნა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მობილობა გამოიწვევს იმას, რომ ვირუსმა შესაძლოა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს“ - ზაზა წერეთელი

✔️ ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?