„ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია „კოვაქს“ პლატფორმიდან, რომ მზად არიან მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის. ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თუმცა შესაძლოა, დაემატოს კიდევ სხვა ვაქცინები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინაზეც ექნება ხელმისაწვდომობა.
როგორც მან განმარტა, აქტიურად მიმდინარეობს უკვე ვაქცინის შემოტანისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობაც.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინის შემოტანისთვის, მხოლოდ ცივი ჯაჭვის უზრუნველყოფა არ არის საკმარისი, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ვაქცინაციაში შეფერხება არ იქნება.
ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება.
👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ დოზას თებერვალში მიიღებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ
გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას
„იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია
„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.
„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.
სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.