pfizer-ის დიდი რაოდენობით ვაქცინის მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
იგი აცხადებს რომ pfizer-ის ვაქცინის შენახვა -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინის შესაძენად საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს pfizer-სა და AstraZeneca-სთან.
"საქართველოში შემოტანილი იქნება pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და ორი მილიონისთვის საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა pfizer-ს არ ეყოფა, იმიტომ რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსის ტემპერატურის მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ და ამ რაოდენობით აიცრას მთავარი რისკ ჯგუფები" - განაცხადა იმუნოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. მზადდება საქართველოში ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაციაც იანვრის ბოლომდე განხორციელდება.
იხილეთ აგრეთვე:
#️⃣ცერცვაძე: Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის
#️⃣გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას
#️⃣WHO-მ Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა.
„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.
დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.