მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდინფექციით და გრიპით ერთდროულად ინფიცირებისას, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1634117092
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად ინფიცირდა (ტვინდემია), ასეთ დროს ლეტალობის რისკი გაცილებით უფრო მაღალია.

ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ მძიმე შემოდგომა და ზამთარი იყოს.

„შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, თუ გაციების კვალდაკვალ დავაფიქსირებთ რესპირატორული ვირუსების მატებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, გრიპი არის ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის.

რისკი იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება. ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკი“, - აღნიშნა ჩხაიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

რა არის ტვინდემია?

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი