მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არ უნდა ველოდოთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1620723894
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავს შედეგს რაც ამ პერიოდში გვქონდა ვირუსის გავრცელების კუთხით, არ უნდა ველოდოთ.

„კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, ნაწილი კი, დაემატა იმუნიზაციის შემდეგ. სავარაუდოდ, 2 000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ. ამის შემდეგ, უკვე უნდა დაიწყოს კლება ამ მაჩვენებელმა. ამის მოლოდინი გვაქვს“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალია მოთხოვნაა ჰოსპიტალიზაციაზე.

„საჭირო შემთხვევებში, დროული ჰოსპიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია, ვიდრე გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, პიკურ პერიოდში გვქონდა. მაშინ, ჰოსპიტალიზაციის მხრივ, 25%-ზე ვიყავით, ახლა თითქმის 45%-საც კი მივაღწიეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად არ არის აუცილებელი, თუმცა, შეიძლება, სამედიცინო პერსონალი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს, ასევე, პაციენტის მოთხოვნაცაა, რომ ჰოსპიტალში უმკურნალონ.

ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სასწრაფო დახმარების სამსახურთან, რათა მათ ადრეული შეფასების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, ვმუშაობთ სტაციონარებთან, კლინიკებთან, რათა მდგომარეობა შეფასდეს ემერჯენსის დონეზე და მხოლოდ ის მოხვდეს კლინიკაში, ვისთვისაც ეს რეალურად აუცილებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

✅„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე

✅„მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“ - ღიბრაძე