მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1620721588
COVID-19

„ახლა პიკში ვართ, არ არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის, კომენდანტის საათის გადაწევაზე ვისაუბროთ“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად პიკს შევამსუბუქებთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უქმეების შედეგად ჩვენ არ გვაქვს კოვიდით ინფიცირებული პირების ნახტომისებური მატება და ასეთი შედეგი მობილობის შეზღუდვის გამო გვაქვს, რაც უქმეებზე გატარდა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება

✅„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 689 ადამიანი აიცრა