მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კუბაში ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

ბავშვების ვაქცინაცია კუბაში
1631085807
COVID-19

კუბა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინაციისთვის გამოიყენება ადგილობრივი პრეპარატები „აბდალა“ და „სობერანა“. ისინი ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

კუბაში პანდემიის გამო, 2020 წლის მარტიდან სკოლები თითქმის არ გახსნილა. ახალი სასწავლო წელი ქვეყანაში 6 სექტემბერს დაიწყო. სწავლება ხდება ტელევიზიით, რადგან ოჯახების უმეტესობას ინტერნეტი არ აქვს. კუბის ხელისუფლება ელოდება სკოლების ეტაპობრივად გახსნას ოქტომბრიდან, თუკი ყველა ბავშვი და მოზარდი იმ დროისთვის აცრილი იქნება.

კუბამ არ შეიძინა იმპორტირებული ვაქცინები და არ მიიღო მონაწილეობა COVAX დახმარების პროგრამაში, რომლის მიხედვითაც ღარიბ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ პრეპარატები კორონავირუსთან საბრძოლველად.

„აბდალას“ ვაქცინა, კუბელი ეპიდემიოლოგების აზრით, 92%-ზე მეტით არის ეფექტიანი, ხოლო „სობერანა“ 62%-ით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სინოვაკის“ ვაქცინა 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს

⭕ ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

⭕ „შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე