COVID-19

კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: დეკემბერ-იანვარი გადამწყვეტი იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606249544
დაკოპირებულია

„ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე“, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ საპირწონე ღონისძიებებზე, რომელიც ეპიდემიის ამ ძალიან სერიოზულ ტრაექტორიაზე გავლენას მოახდენს.

„ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ბუნებრივია, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა იყო ბევრი ვარიანტის განხილვა, ბევრი მსჯელობა, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება გადამწყვეტი თვეები, როდესაც ჩვენ, რეალურად, უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე აყვანა, აქ საუბარი არ არის რომ ეპიდემია დასრულდება ამ რამდენიმე კვირაში და თვეში, მაგრამ საუბარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც რეალურად გვაქვს და გვემუქრება პაციენტების რაოდენობასა და ამ შესაძლებლობებს შორის, ეს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს. ეს ვარიანტები ბევრია, იხილება, უფლებამოსილი, რასაკვირველია, საკოორდინაციო საბჭოა და ეს ალბათ, რამდენიმე დღეში იქნება გაცხადებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 111 ათასს აღემატება.

თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

თბილისი 212, იმერეთი - 61 კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა. 

1611127038

ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა დონალდ ტრამპს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ theboltonnews.co.uk იუწყება. 

1611129242

„თემქიდან გირეკავთ. 11- ე მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია“ ამ შინაარსის ზარი შევიდა „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე ( 2404004). ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

1611128874

 პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ის საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში საუბრობს მორალურობასა და ეთიკურობაზე.

მისი თქმით,  არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით გააკეთებ.

1611128687

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი პროექტები ვერ განხორციელდა და მათი გადავადება მოხდა.

1611128196
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კოვიდ-19-ის
წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 1103
ფაქტი გამოავლინა

პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 989 პ...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611126700
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

1611118045
პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.