მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ბუწაშვილი: თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1610713003
COVID-19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ ინფექციონისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად შეაჩვენებდნენ იმ ხალხს, ვინც მაღაზიებში დადიოდა.“

ინფექციონისტი მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ჩაკეტვა არ იქნება საჭირო.

“ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია, ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - წერს ინფექციონისტი.

ინფორმაციისთვის საქართველოში კორონავირუსის 245 789 შემთხვევაა დაფიქსირებული, COVID 19-ით საქართველოში 2893 გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔹რა გართულებებს იწვევს COVID-19 ბავშვებში? - მულტისისტემური ანთების სინდრომი

🔹„მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე