მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერებმა პერორალური თერმოსტაბილი e-VLP ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1631265063
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ფრანგი და არგენტინელი მეცნიერების ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა თერმოსტაბილურ, პერორალურად მისაღებ ვაქცინაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის ძლიერი გამანეიტრალებელი იმუნური პასუხი.

„უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ ვაქცინებზე მუშაობის დაწყების პირველივე დღეებიდან ყოველთვის აღინიშნებოდა რომ SARS-CoV-2– ის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება იდეალური, თუკი ის იქნება ეფექტური არა მხოლოდ დაავადების პროფილაქტიკისთვის, არამედ ვირუსის გადაცემის თავიდან ასაცილებლადაც. ის, ასევე, კარგად უნდა იყოს მიღებული მოსახლეობის მიერ და ჰქონდეს მარტივი ლოგისტიკური ჯაჭვი.

ამ კრიტერიუმების შესასრულებლად ზემოთ აღნიშნულმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა თერმოსტაბილურ, პერორალურად მისაღებ ვაქცინაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის ძლიერი გამანეიტრალებელი იმუნური პასუხი.

მათ გამოიყენეს მათივე პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია რეტროვირუსზე დაფუძნებულ ვირუსის მსგავს ნაწილაკიზე, (retrovirus-derived enveloped virus-like particles (e-VLPs), რომელიც დაფარულია ნაწლავების პარაზიტი Giardia lamblia-ს ცილებით (VSP), რაც ეხმარება ამ პრეპარატს წინააღმდეგობა გაუწიოს მის დაშლას და გამოიწვიოს ძლიერი ლორწოვანი უჯრედული და ანტისხეულების იმუნური პასუხები პერორალური მიღების შემდეგ“, - აღნიშნავს წერეთელი.

როგორც ზაზა წერეთელი აღნიშნავს, კვლევებმა აჩვენა სრული დაცვა ვირუსული გამოწვევისგან.

„მკვლევარებმა დაამზადეს რამდენიმე სახის e-VLP, რომლებიც მიესადაგებოდა SARS-CoV-2 Spike ცილის (S) სხვადასხვა ფორმებს, გარსის ცილით (M) ან მის გარეშე.

კვლევებმა აჩვენეს რომ VSP დაფარული e-VLP პირველადი მიღების შემდეგ, იწვევს SARS-CoV-2 წინააღმდეგ ძლიერ ლორწოვან რეაქციას თაგვებში და ზაზუნებში, რაც ითარგმნება როგორც სრული დაცვა ვირუსული გამოწვევისგან. უფრო მეტიც, მათ მკვეთრად გაზარდეს IgA წარმოება, რომელიც ინტრამუსკულარულად შეყვანილი ვაქცინებით იყო გამოწვეული.

მკვლევარების დასკვნით, ეს პერორალური თერმოსტაბილი e-VLP ვაქცინა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი დანამატი ახლა არსებულ SARS-CoV-2–ის საწინააღმდეგო პრეპარატებისათვის, როგორც დამოუკიდებელი ვაქცინაციის სტრატეგიაში, ასევე, როგორც ბუსტერ დოზა არსებული ვაქცინებისათვის“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სიკვდილის მთავარი მიზეზი დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში“

👉 „ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“