მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოქალაქეებს, რომლებიც აცრაზე ვერ დარეგისტრირდებიან, კლინიკაში მისვლით ვაქცინაცია შეეძლებათ“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია
1627129896
COVID-19

„თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა ტელეფონით ან ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, 37-ვე სამედიცინო დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციების პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული, რომ ადგილზე მიიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავენ, დარეგისტრირდებიან ან შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ მესამე, ე.წ.ბუსტერული დოზის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის რეკომენდებული.

„ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებული არ იქნება, ვიდრე არ შეიცვლება ზოგადად, გლობალურად რეკომენდაციები ამის თაობაზე“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყო.

ამ დროისთვის დასაჯავშნია 23 500-ზე მეტი დოზა.