მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 221 მლნ-ს აჭარბებს

კორონავირუსი
1630821832
COVID-19

221 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (221,137,167) ასეთია worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილ პირთა რიცხვით. 5 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,575,690 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 197 მილიონზე მეტია.

Covid 19-ის სტატისტიკა გავრცელების კუთხით კვლავ მზარდია:

👉 აშშ - 40,765,356

👉 ინდოეთი - 32,988,673

👉 ბრაზილია - 20,877,864

👉 რუსეთი - 6,993,954

👉 საფრანგეთი - 6,826,042

👉 დიდი ბრიტანეთი - 6,941,611

👉 თურქეთი - 6,478,663

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 „უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და ვემზადებოდეთ ამისთვის“ - ჯანდაცვის ექსპერტის საგანგებო განცხადება

👉 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი