მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და ვემზადებოდეთ ამისთვის“ - ჯანდაცვის ექსპერტის საგანგებო განცხადება

გიორგი ჩახუნაშვილი
1630782217
COVID-19

„ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის“, - ამის შესახებ „დროას“ წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილებაზე საუბარი დაგვიანებულია.

„დღეს პროტოკოლებზე სუბარი არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. რაღა დროს პროტოკოლზე საუბარია?! დღეს საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით, დღეს საუბარია, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან.

ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს.

ჩვენი გათვლებით და სტატისტიკით, დაახლოებით, ვაქცინების 2-3 კვირის მარაგია დარჩენილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაწერილი და ღიად გამოცხადებული. ასევე, ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი, ხოლო 2 695 პირი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 4 სექტემბრის მონაცემებით, 562 627 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 509 181 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 732 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ, რომ „არაფერი გიცავს, გამოიკეტეო,“ ზოგადად კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“ - იაგო ფრანგიშვილი

✅რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია და რამდენად მოთხოვნადია მოსახლეობაში?

✅„სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა, კოვიდის სასიკვდილო ფორმით დაავადდნენ“ - ზურაბ გურული