მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარია ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, ზოგისთვის არც შეიძლება“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1608214102
COVID-19

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია და ახლა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როდის შეძლებენ პაციენტები „რემდესივირის“ გამოყენებას.

„ვვარაუდობ, რომ მისი გამოყენება პაციენტებისთვის შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

რამდენადაც ვიცი შემოტანილია 4 000 ფლაკონი, რათა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება. თუ პირველმა პარტიამ გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს შეხვედრა ჰქონდა ყველა წამყვან კლინიცისტთან და დაწესებულების ხელმძღვანელთან.

„ჩვენ „რემდესივირის“ გამოყენების სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ და მათაც გავაცანი. ეს ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინების რეკომენდაციებს.

არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, ეს შეუძლებელი იქნება. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, ზოგისთვის არც კი შეიძლება.

დავიმახსოვროთ, რომ ეს სჭირდება მხოლოდ იმ პაციენტს, ვინც ჰოსპიტალიზებულია, ჟანგბად დამოკიდებულია ან მძიმე ფორმა აქვს. ჰოსპიტალს გარეთ ის არ ინიშნება.

ის ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზეა ეფექტური, შემდეგ აღარ“ , - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია