მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მწვანე პასპორტები სავარაუდოდ ორშაბათიდან ამოქმედდება

კოვის პასპორტის ფოტო
1636138938
COVID-19

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში, ვაქცინაციის სავალდებულოობაზე და კოვიდპასპორტების ამოქმედებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

„სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ. განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისადმი, როგორებიც არიან ჩემი კოლეგები და პედაგოგები. მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც გასათვალისწინებელია.

ალბათ ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ, იქ არ არის მხოლოდ აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე, ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, 3-დღიანი PCR ტესტირება და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თუ არ გინდა აცრა, უნდა შეეგუო ერთგვარ დისკომფორტს“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 კოვიდ უსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც პრიორიტეტია

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე