მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ გინდა აცრა, უნდა შეეგუო ერთგვარ დისკომფორტს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1635872898
COVID-19

„შეზღუდვების გამკაცრებას არ ვემხრობი, ეს წარსულია, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია მძიმე და სერიოზულია.

ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ რჩება მძიმე, სერიოზული. გასულ ორ კვირაში იყო ერთგვარი სტაბილიზაცია - 4000 ახალი შემთხვევის ფარგლებში, დღეს უკვე 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მოლოდინია, რომ ახალი შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც, დაახლოებით, 50 000 ავადმყოფის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. კლინიკური სექტორი გადატვირთულია უკვე.

რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, რაც არის 40-დან 50-მდე - ეს ძალიან მაღალი რიცხვია ჩვენი ზომის პატარა ქვეყნისთვის და თითოეული გარდაცვლილი ადამიანი დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მივუდგებით გლობალურად, შევადარებთ სხვა ქვეყნებს, კლინიკური სექტორის ძირითადი მაჩვენებელი არის ერთადერთი - ყველა კოვიდავადმყოფიდან გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის ძალიან დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე აშშ-ში და უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის 32 ქვეყანაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების 3 ფაქტორი არსებობს.

„ეს არის ვაქცინაცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ, ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი, პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია, ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები - ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები.

ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.

შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება.

ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა, მაგრამ შეიძლება არაპირდაპირი მექანიზმები ამოქმედდეს, როგორიც მუშაობს აშშ-სა და მთელ ევროპაში. ის, ვინც წარმოადგენს ე.წ. მწვანე კოვიდპასპორტს, რომ ის ორჯერ ვაქცინირებულია, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდი, ან წარმოადგენს უარყოფით "პისიარ" ტესტს, მას მიეცეს პრივილეგიები გარკვეულ სივრცეებში აქტივობისთვის“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კოვიდ უსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც პრიორიტეტია

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე