მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაწილი რომ ვაქცინიცრებულია და ნაწილი არა, ამან შეიძლება უფრო გაახშიროს და გააძლიეროს ვირუსის მუტაცია“ - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე
1632213466
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, კორონავირუსის მუტაციის გახშირებას შესაძლოა იმან შეუწყოს ხელი, რომ მოსახლეობის ნაწილს ვაქცინა გაკეთებული აქვს, ნაწილს კი არა.

ექიმის აზრით, არავაქცინირებული ადამიანი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

„ჯერ ერთი ის, რომ ადამიანი არ იცრება, არ არის ვაქცინირებული და ნაწილი მოსახლეობის ვაქცინირებულია, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს მუტაცია ვირუსის. ამაზეც ვიფიქროთ და თვითონ პიროვნება, ვინც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს თავის თავსაც და ასევე მის ახლობლებს“, - აღნიშნა მაია ზალდასტანიშვილმა

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრებამ ინფექციის გავრცელებაზე დადებითად იმოქმედა და ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც ძალიან საგანგაშოა“ - თამარ გაბუნია

⭕ „დაბნეულობის მიზეზი საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენია“ - აკაკი ზოიძე ვაქცინაციაზე

⭕ 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა