მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ზაზა სინაურიძე

ორსულების მაქცინაცია
1628628266
COVID-19

მეან-გინეკოლოგი, სამშობიარო კლინიკა „პინეო ლაქშერის“ სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან ორსულები, ამიტომ მათ ურჩევს ვაქცინაციის ჩატარებას.

მისი განმარტებით, ორსულების ვაქცინაცია უსაფრთხოა და აცრის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები იცავს როგორც მშობელს, ასევე შვილსაც.

მეან-გინეკოლოგის თქმით, იმ წყვილებს, რომლებსაც აქვთ შიში, რომ ვაქცინა მათ რეპროდუქციულობაზე იმოქმედებს უსაფუძვლოა, რადგან წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაცია არავითარ ზეგავლენას არ ახდენს შვილოსნობაზე.

„ცხადია, რომ ორსული არის რისკჯგუფი, ორსულობაში ფილტვის გაფართოება სუნთქვის დროს მცირდება, იმიტომ რომ მუცლის ღრუში იზრდება წნევა და ცხადია, რომ პირველი, რასაც აზიანებს კორონა, არის ზედა სასუნთქი გზები და ფილტვები. როდესაც ისედაც ფილტვი ვერ იშლება კარგად ორსულობის გამო იქ კიდევ შეგუბებითი პროცესი გაცილებით უფრო მეტ პრობლემას იწვევს.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც სისხლის შემადედებელი სისტემა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობაში და ორგანიზმი ემზადება მომავალი სისხლდენისათვის, იქ ყველა პარამეტრი იწევს. ვირუსი და პლუს ამას ტემპერატურული რეაქცია, ამ ყველაფერს აღრმავებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი რისკჯგუფი ფილტვის პათოლოგია და თრომბოემბოლიური დაავადებები, შესაბამისად ორსული ქალები გაცილებით უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან, ვიდრე დანარჩენები.

ორსულებს თრომბოემბოლიის 38% -ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი ვიდრე არაორსულებს, აქ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საშუალება, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ თავიდან და ეს არის ვაქცინაცია. ჩვენ ექიმები ვართ და არა ღმერთები, ეს თქვენზეა დამოკიდებილი, რომ დროზე აიცრათ და დაიცვათ რეგულაციები.

რეკომენდაცია მთელი მსოფლიოსი არის, რომ ნებისმიერ ვადაზე ჯობია ორსულის ვაქცინაცია.

გასაგებია, რომ არ არსებობს ხანგრძლივი კვლევები, მაგრამ ჩვენ დღეს ვიბრძვით გადარჩენისათვის. პირველადი ამოცანაა, რომ დღეს გადავრჩეთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები. რა კვლევებიც არის ჩატარებული, აღნიშნული წელიწად-ნახევრის მანძილზე ვაქცინაციას არანაირი ზეგავლენა არც კვერცხუჯრედზე და არც სპერმატოზოიდზე არ აქვს.

მაისის ბოლოდან ყველა ორსული მეკითხება ამის შესახებ და 80% სწორი ახსნისა და ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მთანხმდება ვაქცინაციაზე და ბევრმა გაიკეთა ვაქცინა.

აცრას არანაირი გვერდითი მოვლენები ორსულობაში არ ახასიათებს, მიღებული ანტისხეულებით ახალშობილიც დაცულია, შესაბამისად ყველა ბენეფიტი არსებობს იმისა, რომ ქალბატონები აიცრან“, - განაცხადა ზაზა სინაურიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“ - ლევან რატიანი

📣„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე