მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე

გიორგი კავკასიძე
1628602736
COVID-19

„ლოკდაუნი რომც გამოცხადდეს, თუ ისევ არაფრის კეთება გაგრძელდა, ეს იქნება პრობლემის გადადება, მეტი არაფერი. იმიტომ რომ ლოკდაუნი როგორც კი დამთავრდება, იხუვლებს ეს ტალღა და კვლავ გადაფარავს საქართველოს“, - აღნიშნულის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში აუცილებელია სპეციალური ჯგუფის შექმნა.

„პინაზე ერთ მხარეს არის სიცოცხლე, მეორე მხარეს სიკვდილი. ვის რა ურჩევნია, არ ვიცი. ვაქცინაციის პროგრამას რომ ადგენდნენ, ამბობდნენ 82 კაციანი ჯგუფიაო, ვინ არიან ესენი, კაცის შვილმა არ იცის. საჭიროა 10-15 კაციანი სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტის შეკრება და მათთან ერთად პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება. აქ არ უნდა იყვნენ ჩართულნი მხოლოდ ექიმები. ეკონომისტები, ლოგისტიკის სპეციალისტები, ექიმები, სასაზღვროდან წარმომადგენლები, ეს მულტიფუნქციური ერთეულია შესაქმნელი.

დღეს გვაქვს მართვის საბჭო, სადაც არიან მინისტრები. ხომ ვნახეთ, რომ მათ ოქტომბერში ვერაფერი ვერ გააკეთეს, ხომ გავიარეთ ეს უკვე? - აღარ გვინდა ასე. ბევრ სპეციალისტს ვისაც ვიცნობ, გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, უნდათ, რომ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და უნარი მოახმარონ ხალხის გადარჩენას და ამიტომ მისცენ მათ ამისი საშუალება“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეპროდუქციულ სისტემასთან კავშირის შესახებაც და აღნიშნა, რომ მონაცემები არ არსებობს, მოქმედებს თუ არა ვაქცინა შვილოსნობაზე.

„რომელი ვაქცინა არსებობს ისეთი, რომელიც 100%-ით იცავს? - ეგეთი ვაქცინა არ არსებობს და არც შეუქმნიათ, სამწუხაროდ. მაგრამ რას აკეთებს ვაქცინა? კოვიდის შემთხვევაში შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გადააქვთ და იცავს ადამიანების სიცოცხლეს.

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია მოქმედებს რეპროდუქციაზე და შვილოსნობაზეო, ასეთი მონაცემი არ არსებობს. ის რაც ზუსტად დადასტურებულია კვლევებით, არის რომ კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია. ვერავინ ვერ დაგაძალებთ ვაქცინაციას, ეცადეთ რომ დაფიქრდით თქვენს თავზე, შვილებზე, საკუთარ და ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

იხილეთ აგრეთვე 👇

📣COVID 19-ის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს - CNN

📣აქვს თუ არა რაიმე სახის გავლენა ვაქცინას რეპროდუქციაზე? - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

📣ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

📣„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ - გიორგი ფხაკაძე