მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორსულებში დელტა შტამი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში“ - თამარ გაბუნია

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1629974316
COVID-19

„დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ორსულებისთვის 120-მდე საწოლია მობილიზებული.

„ორსულებში დელტა შტამი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ორსულებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრევენციის ზომები - აცრა „ფაიზერით“ , რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება.

რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისათვის ცხელ ხაზს 1522-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან-გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არასტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება.

ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში მობილიზებულია. ორსულს ჰოსპიტალური მართვა თუ სჭირდება, ის ჰოსპიტალში მოხვდება. თბილისში მობილიზებულია 120-მდე საწოლი.

დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე. გართულებები უფრო ხშირად უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც ზოგადად ორსულების პერიოდში ორგანიზმს აქვს“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“