მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ას ინფიცირებულზე მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპება

პაატა იმნაძე stopcov
1619120743
COVID-19

„რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დაწესებული რეგულაციების კონტროლი და უნდა გაძლიერდეს.

„კაცს რომ ახლობელი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, ძალიან გთხოვ, ნიღაბი კაიკეთე-თქო?! ან, რამდენჯერ უნდა ვუთხრათ?! ჩვენთან პირბადის მოხმარება 50%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების ნახევარი რეგულაციებს არ იცავს.

მე პიარის სპეციალისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და კოვიდის არ სჯერათ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანების გონებამდე დაიყვანო ის, რომ კოვიდი საფრთხეა? მე არ ვიცი და შეიძლება, პიარის სპეციალისტებმა იციან“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაისის პირველი ნახევარი რთული იქნება.

„მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 30 0264-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 283 557 და გარდაცვლილია 3 981 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„უკვე საგანგაშო ნიშნულია“ - ზაზა წერეთელი ეპიდვითარებაზე

ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახის ექიმის კომპეტენციაა, თუ რა კვლევები შეიძლება ჩაუტარონ პაციენტებს ვაქცინაციის წინ

„ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - აკაკი ზოიძე