მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე საგანგაშო ნიშნულია“ - ზაზა წერეთელი ეპიდვითარებაზე

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1619094819
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთლის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკვე საგანგაშოა და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი კოვიდინფიცირების შემთხვევაა ქვეყანაში.

ზაზა წერეთლის თქმით, სიტუაციას ართულებს ის ფაქტორიც, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის დონე ძალიან დაბალია.

„ვფიქრობ არის საგანგაშო ნიშნული, ეს არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი შემთხვევა გაქვს ქვეყანაში დაფიქსირებული. სიტუაციას კომპლექსურად უნდა შევხედოთ, სიტუაციის კომპლექსურობა მძიმდება იმით, რომ სამწუხაროდ საქართველოში იმუნიზაციის დონე არის ძალიან დაბალი, სამწუხაროდ შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება გვაქვს და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ზერელედ უყურებს დაცვის პირობებს, რომელიც შემოთავაზებული იყო.

შტამები გვაქვს გაერთიანებული სამეფოსი, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მთელი ეს კომპლექსი ართულებს სიტუაციას. შეზღუდვები არ არის მთავარი, სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი გვყავს აცრილი. ჩვენ არ გვაქვს იმუნური ფენა, რომელიც დაიცავს მოსახლეობას და ახალი შტამები არ გავრცელდეს ქვეყანაში.

ორ პრობლემას გამოვყოფდი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ცოტა ზერელედ უყურებენ საქართველოში. პირველი - საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დისტანციურ სამსახურზე არ გადასულა, თუმცა მათ თავისუფლად შეეძლოთ სახლიდან ემუშავათ. მეორე - საქართველო ებრძვის ვირუსს, მაგრამ ვფიქრობ, თუ შემოვიდოდა შეზღუდვა იმის თაობაზე თუ რამდენ ადამიანს შეუძლია ერთად თავშეყრა, ეს საკითხით დაეხმარებოდა ქვეყანას“, - აღნიშნა წერეთელმა „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 3981 პაციენტი, ხოლო 283 557 პირი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე 👇

👉 „ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით“ - ტიკარაძე ეპიდვითარებაზე

👉 ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახის ექიმის კომპეტენციაა, თუ რა კვლევები შეიძლება ჩაუტარონ პაციენტებს ვაქცინაციის წინ