მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდის იქნება ახალი ტალღის პიკი?“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი
1634910123
COVID-19

„როგორც ჩანს, რუსეთი გავრცელებული ახალი შტამი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა და ეს იწვევს შეშფოთებას“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგემ, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ინფექციური დაავადებების ტენდენციაა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გაურბიან არსებულ რეალობას და ახალ მუტაციურ შტამებს ქმნიან.

რუსეთში აღმოჩენილია ახალი შტამი, რომელიც შეიძლება უფრო გადამდები აღმოჩნდეს, ვიდრე დელტა ვარიანტი რა საფრთხე გვემუქრება?

„ამ შტამის შესახებ ძალიან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია თუ როგორი მიმდინარეობა აქვს, ახასიათებს თუ არა უფრო რთული კლინიკური გამოვლინება და ლეტალობა. ზოგადად, როდესაც ახალი შტამი ჩნდება, მათ უკუჩვენება ის აქვს ხოლმე, რომ წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. მაღალი ალბათობით, ეს იქნება ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც. ალბათ შემთხვევების რაოდენობის მატებას მოელიან რუსეთში. რაც უფრო ახალია მუტაცია, გადადების რისკი მატულობს“, - ამბობს ბუწაშვილი.

რა უწყობს ხელს ვირუსის მუტირებულ ვარიანტის ჩამოყალიბებას?

„ზოგადად ეს ინფექციურ დაავადებების ტენდენციაა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გაურბიან არსებულ რეალობას, ადამიანს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ და ახალ მუტაციურ შტამებს ქმნიან, ეს ახალი არ არის და სხვადასხვა ვირუსებისთვის და ბაქტერიებისთვისაც დამახასიათებელი ტენდენციაა. რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, არეალი მეტია იმისათვის, რომ შეცვლილი ვარიანტები გავრცელდეს“, - განმარტავს ინფექციონისტი.

როდის მოხდება ახალი შტამის აღმავლობა და როგორია პროგნოზი?

„კოვიდთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის რაღაც ვარაუდებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად საერთოდაც არ მართლდება ხოლმე. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს, მით უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, გავრცელება მატულობს ხოლმე და ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში ნოემბრის ბოლომდე“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ რომელიც არის კონტაქტი ?

„მინიმუმ უნდა შესრულდეს ის რეგულაციები და წესები, რაც უკვე არსებობს და უნდა იყოს წესები გამკაცრებული. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არის კონტაქტი და აუცილებლად საჭიროებს ის იზოლაციას და არ უნდა სჭირდებოდეს კონტროლის მექანიზმები, ამით ის დაიცავს საზოგადოებას“, - ამბობს ინფექციონისტი.

ფიქსირდება თუ არა კორონავირუსის ცრუ უარყოფითი ტესტის შემთხვევები? როდესაც პირველ ეტაპზე არ აჩვენებს დადებით პასუხს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ დადებითია?

„ხშირია არა მხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად - ანტიგენ ნეგატიური და PCR- ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია, ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს.

ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს - გაციება, ყველა შემთხვევაში არის რომელიღაცა ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს - ეს არის მარტივი წესი,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

📣„დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება“ - ამირან გამყრელიძე

📣„გრიპისა და კორონავირუსის შემთხვევაში ლეტალობის რისკი მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📣„კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი