მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსი მსოფლიოში - სტატისტიკა - Pia.ge
1609908359
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 86 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

6 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 61 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 1 875 519 ადამიანი ემსხვერპლა.

კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთს ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული ქვეყნები კოვიდინფიცირების გავრცელებით პირველ ხუთეულში არიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენიდან უკვე 1 წელი გავიდა.