მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პედიატრიულ ასაკში კოვიდინფექცია ისე რთულად არ მიდის, როგორც მოზრდილებში“ - ნინო კარგაძე

„პედიატრიულ ასაკში კოვიდინფექცია ისე რთულად არ მიდის, როგორც მოზრდილებში“
1629716537
COVID-19

„პედიატრიულ ასაკში კოვიდინფექცია ისე რთულად არ მიდის, როგორც მოზრდილებში“, - ამის შესახებ პედიატრიული ქირურგიის ცენტრ „კიდს კოს“ ექიმმა პედიატრმა ნინო კარგაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ინფიცირება დღითი დღე მატულობს. პედიატრიულ ასაკში კოვიდინფექცია ისე რთულად არ მიდის, როგორც მოზრდილებში. პედიატრიულ კლინიკაში არ არის სახარბიელო სიტუაცია, ადგილები ძალიან გვიჭირს. თავისუფალი საწოლები ძალიან მალე ივსება ახალი პაციენტებით. მობილიზაცია დიდია. არ შეიძლება ბინაზე დარჩეს ისეთი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მაღალი ცხელება. საყურადღებოა ის, რომ დელტა შტამით მიმდინარე კოვიდინფექცია იწყება კატარალური მოვლენებით - გაციება, ხველება, ცხელება, დიარეა და სურდო.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორსულების აცრა. ბოლო ტრიმესტრში უფრო ველოდებით გართულებებს. რაც უფრო ადრე აიცრებიან, მით უფრო მეტად იქნება დაცული, ორსული, ნაყოფი და ახალშობილიც“, - აცხადებს ნინო კარგაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“