მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის“ - მაია ჩხაიძე

„როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის“
1628267831
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში თავისუფალ საწოლებსა და ბავშვებში კორონავირუსის სიმპტომებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ ჰყავთ, თუმცა, ჩვილები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები:

„ამჟამად 2 თავისუფალი ადგილია. ჩვენი კლინიკა 175 საწოლზეა გათვლილი კოვიდმიმღებ კლინიკად და საშუალოდ, 10-15 პაციენტი ყოველდღიურად შემოდის. როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის, ივსება.

ამჟამად კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ გვყავს, თუმცა, რეანიმაციის განყოფილებაში წვანან პაციენტები, მათი უმეტესობა ჩვილია. მათ ესაჭიროებათ თერაპია და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით მკურნალობა, თუმცა, კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები ამჟამად არ გვყავს.

ბავშვებში დელტა შტამს განსაკუთრებული სიმპტომები არ აქვს. ნებისმიერი კლინიკური ნიშნის დროს, როდესაც არის: ხველა, ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება, დიარეა და ცხელება, ყველა ამ ნიშნის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ასეთი ბავშვი მოხდეს კლინიკაში. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციო განგაშის ნიშნებს“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“