მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
1606829869
COVID-19

გერმანიის BioNTech და აშშ-ის Pfizer-ის ფარმაცევტული კომპანიები ევროკავშირს ნებართვა მოსთხოვეს ვაქცინის გამოყენების დაწყება ევროპის ქვეყნებში. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ უკვე მოითხოვეს ნებართვა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ სააგენტოსთან. აგრეთვე საკითხის მიმოხილვა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში.

„Pfizer-ის ვაქცინა შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ევროკავშირში მოწყვლადი ჯგუფებისთვის წლის ბოლომდე იმ შემთვევაში, თუ EMA დაასკვნის, რომ ვაქცინის კანდიდატის სარგებელი აღემატება მის რისკებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზემოთ აღნიშნული ვაქცინების შემოწმება დაიწყო 2020 წლის 6 ოქტომბერს.

ცნობისთვის, BioNTech ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.

ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას 300 მილიონამდე დოზის Pfizer და BioNTech ვაქცინის უზრუნველსაყოფად.

🛑 COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლიოს 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

გადაეცემა თუ არა ჩვილს კორონავირუსის ანტისხეულები ძუძუთი კვების დროს? - ექსპერტის დასკვნა