მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი
1627036675
COVID-19

„მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება.

„დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398 081-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370 565 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 NCDC: ვაქცინაციის შემდეგ 101 შემთხვევაში სერიოზული გართულება დაფიქსირდა

👉 „ახალი კვლევის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის“ - ზაზა წერეთელი

👉 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?