მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

ლამბდა შტამი
1626952385
COVID-19

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში კორონავირუსის ახალი, ლამბდა შტამი დაფიქსირდა. სპეციალისტებმა ახალი შტამის დეტალური შესწავლა დაიწყეს. ამჟამად ისინი შეკითხვას სვამენ - არის თუ არა ლამბდა შტამი დელტა შტამზე უფრო საშიში? ამის შესახებ usatoday.com იუწყება.

გავრცელების რაოდენობის მიხედვით, დელტა შტამი კვლავ ლიდერობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ინდური, ანუ დელტა შტამი აშშ-ში ინფიცირებულთა 83%-ს აღენიშნება. პაციენტთა უმეტესობას, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ვაქცინაცია ჩატარებული არა აქვს.

ლამბდა ვარიანტი ჯერჯერობით ასე მასიურად გავრცელებული არ არის. ამასთანავე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას „განსაკუთრებულად აკვირდება“, რადგანაც შტამი ინტერესს წარმოადგენს. მასში ისეთი გენეტიკური ცვლილებები დაფიქსირდა, რაც ვირუსის მახასიათებლებზე და მისი გავრცელების სიჩქარეზე მოქმედებს.

პირველად ლამბდა შტამი 2020 წლის დეკემბერში პერუში დაფიქსირდა. 2021 წლის აპრილისთვის ამ ვარიანტით ქვეყნის მოსახლეობის 80% იყო ინფიცირებული. ახლა ლამბდა ვარიანტი უკვე 29 ქვეყანაშია გავრცელებული.

Houston Methodist-ის სამედიცინო დირექტორი უესლი ლონგი ამბობს, რომ ლამბდა შტამს აქვს ისეთი ტიპის მუტაცია, რაც სხვა, ალფა, ბეტა და დელტა შტამების მუტაციებს ჰგავს და ეს შეშფოთებას იწვევს. ამიტომ შტამზე დაკვირვება გრძელდება:

„ყველა ვარიანტისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა“, - განაცხადა ლონგმა.

არსებული ვაქცინები როგორც დელტა, ასევე ლამბდა ვარიანტის მიმართ ეფექტიანია. ვაქცინები პაციენტებს ყველა შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმისგან იცავს. სპეციალისტები კორონავირუსის ლამბდა შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ამ ეტაპზე ლამბდა შტამი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფართოდ გავრცელდა, მაგრამ გლობალურად, მსოფლიოში მის მასიურ გავრცელებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის.

კორონავირუსის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსის მუტაცია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დროს იქმნება. შესაბამისად, სპეციალისტების თქმით, ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების სიჩქარეს შეამცირებს და ახალი მუტაციის შექმნის ალბათობას ამცირებს.

ამავე თემაზე:

🔴 „ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის“ - ივანე ჩხაიძე

🔴 როგორ და რა ვადაში დგინდება რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული - ინფექციონისტის პასუხი