COVID-19

პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას

პირის ღრუს სავლები
1605644060
დაკოპირებულია

კარდიფის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირის ღრუს სავლებს, რომელიც შეიცავს 0,07% ცეტიპირიდინიუმის ქლორიდს, შეუძლია ებრძოლოს კორონავირუსს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირის ღრუს „გამრეცხი“, რომელიც შეიცავს არანაკლებ 0,07 პროცენტის ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს (CPC), ვირუსის შემცირების „პერსპექტიული ნიშნებს“ აჩვენებს.

„ურეცეპტოდ პირის ღრუს სავლების გამოყენების შედეგად შეიძლება კორონავირუსი მოკვდეს ექსპოზიციიდან 30 წამში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინასწარი ანგარიში, რომელიც ჯერჯერობით არ განიხილება, მხარს უჭერს გასულ კვირას გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, CPC შემცველი პირის ღრუს გამრეცხი ხელს უწყობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ვირუსული დატვირთვის შემცირებას.

კარდიფში, უელსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პაციენტებზე ჩატარებული კლინიკური გამოკვლევის წინ უნდა გაირკვეს, შეუძლია თუ არა პირის ღრუს სავლებს კორონავირუსის შემცირება პაციენტის ნერწყვში. დასკვნები კი 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

როგორც პარადონტოლოგმა ნიკ კლეიდონმა აღნიშნა, პირის ღრუს გამორეცხვა შეიძლება გახდეს კორონავირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი, ხელის დაბანასთან, ნიღბის ტარებასთან და დისტანციის დაცვასთან ერთად.

ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

ევროპის საბჭო - შენობა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაი...

ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614330007

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

1614329741

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

1614329583

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1614329265
მთავარი ინფექციონისტი

თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ აჯობ...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.

1614328239
იაპონიაში თვის ბოლოს საგანგებო მდგომარეო...

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა...

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დღეიდან მატარებლით მგზავრობის მსურველებს...

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ბილეთების შეძენა მგზავრებს სალაროებში დღეიდან შეეძლებათ.