მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გვერდითი მოვლენები განუვითარდა პუტინს ვაქცინაციის შემდეგ - პრეზიდენტის ინტერვიუ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი Pia.ge
1616962074
COVID-19

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ამის შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

„ვაქცინაციის შემდეგ დილით გავიღვიძე და ვიგრძენი, რომ კუნთები ცოტათი მტკიოდა. თერმომეტრი ავიღე ... ტემპერატურა ნორმალური იყო”, - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-თან ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჰქონდა უსიამოვნო შეგრძნება ინექციის ადგილზე.

პუტინს არ დაუსახელებია, თუ რომელი რუსული ვაქცინა გააკეთა და განმარტა, რომ ეს მხოლოდ ექიმმა იცის, ვინც მას აცრა გაუკეთა.

მისი თქმით, სამივე რუსული ვაქცინა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომია Sputnik V, თითქმის თანაბარია.

👉 შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა.

👉 ვლადიმერ პუტინის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.