მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი კოჭლი იხვის მსგავსად იქცევა, მოლაპარაკებები არა აშშ-თან, არამედ რუსეთთან უნდა აწარმოოს უსაფრთხოების საკითხებზე

უნგრეთის პრემიერი

უნგრეთი ანტიუკრაინული სახელმწიფო არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩვენ ანტიუკრაინელები არ ვართ. ჩვენ გვსურს მომავალი უკრაინისთვის, რადგან ისეთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც იშლება, ჩვენ არ შეგვეფერება“, - აღნიშნა ორბანმა.

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა ისაუბრა იმაზე, თუ რა არის, მისი აზრით, კონფლიქტით დაინტერესებული მხარეების მიზნები.

„რუსეთს სურს დასავლეთის გაფართოების შეჩერება, უკრაინას - ფინანსური დახმარების მიღების გაგრძელება და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება, ევროკავშირის მიზანია ომის მხარდაჭერა, დიდი ძალაუფლების პოზიციის მოპოვება, ხოლო აშშ-ის - შეთანხმებების მიღწევა და ევროკავშირის ამერიკაზე ეკონომიკური დაქვემდებარება“, - აღნიშნა ორბანმა. 

უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „კოჭლი იხვის“ მსგავსად იქცევა და მოლაპარაკებები არა აშშ-თან, არამედ რუსეთთან უნდა აწარმოოს უსაფრთხოების საკითხებზე.