მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“ - ლია გოლიაძე

მოხრდილთა ინფექციური დეპარტამენტის უფროსი
1630315053
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის უფროსის ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკებში და რეანიმაციაში უკვე თავისუფალი ადგილები აღარ არის.

„კლინიკებში ადგილი ნამდვილად აღარ არის, შემიძლია ჩემი კლინიკის მაგალითზე ვთქვა, რომ უამრავ ზარზე სასწრაფოდან გვიწევს უარის თქმა იმიტომ, რომ შემოსული პაციენტების უმეტესობას უდასტურდება ინფექცია. ძალიან გვიჭირს მძიმე პაციენტების გადაყვანა რეანიმაციებში, იმიტომ, რომ პრაქტიკულად რეანიმაციაში ადგილი აღარ არის. ჩვენი რეანიმაცია, რომელიც 20 კაცზეა გათვლილი, 22 პაციენტი წევს დღევანდელ დღეს.

ამიტომ ყველა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ნუ ვიქნებით გამავრცელებელი ამ საშინელი ვირუსის და ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და მეტი“, - აცხადებს ლია გოლიაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“

👉 „კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“