მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეინფიცირება და გადატვირთული კლინიკა - ლევან რატიანი კოვიდსიტუაციის შესახებ

ყოფილი მე-8 საავადმყოპფოს დირექტორი
1619182468
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ იშვიათი შემთხვევაა რეინფიცირების და ამისგან თავის დასაცავად უნდა მივიღოთ ყველა ზომა, რაც მოცემული გვაქვს COVID 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„იშვიათი შემთხვევაა სამყაროში რეინფიცირების და ზოგადად, როგორც ჩემთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევაა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არსებობს 2 სახის იმუნიტეტი არის: პოსტვაქცინაციური და პოსტინფექციური იმუნიტეტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე თუ ინფექციის გადატანის შემთხვევაში ორგანიზმმა გამოიმუშავა ის ანტისხეულები, რომლებიც იცავს ჩვენს ორგანიზმს რეინფიცირებისაგან, რა თქმა უნდა, ჩვენი იმუნიტეტი არის მყარი და უმკლავდება რეინფიცირებას, მაგრამ შესაძლებელია იყოს გარკვეული მცირე პროცენტის შემთხვევაში რეინფიცირება.

რაც შეიძლება ითქვას, არ წარმოადგენს პრობლემას, იმის გამო, რომ ეს ბიოლოგიის კანონი დღეს არ შექმნილა და ისტორიულად არსებობს. თავიდან რომ ავიცილოთ რეინფიცირება, უნდა დავიცვათ მოცემული რეკომენდაციები“- განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანი, ასევე, აღნიშნავს, რომ მის კლინიკაში დღეს არცერთი თავისუფალი საწოლი არ არის.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში. მჯერა, რომ დავამთავრებთ ამ ბრძოლას წარმატებით ყველა ერთად,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

იხილეთ აგრეთვე:

✅როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ლევან რატიანის განმარტება

✅„თხოვნაა, რომ სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ“- ამირან გამყრელიძე

✅„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე