მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1619174328
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 22 აპრილს დაფიქსირდა.

„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ერთმანეთის გვერდში ყოფნით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღევანდელი რიცხვით აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 1600-მდე აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება 2-დან 3 ათასამდე აცრა და და შემდეგ თანდათან ამას უნდა მოვუმატოთ და ივლისისთვის უნდა ავიდეთ ყოველდღიურ აცრებზე 10-დან 12 ათასამდე, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 301535-ს შეადგენს, ხოლო საერთო ჯამში ვირუსის დამარცხება 284286-მა პაციენტმა შეძლო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.55%.

ამავე თემაზე:

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 560 ადამიანი აიცრა

✔️ ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა

✔️ „დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ - ტიკარაძე