მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც მიაჩვევ ექიმს და პაციენტს, რომ ვისაც არ სჭირდება ის გადაგყავს კლინიკაში, ეს რყვნის მათ ფსიქოლოგიას“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
1629400076
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი არასწორი მართვის შედეგია.

მისი თქმით, დროზე ადრე პაციენტის კლინიკაში მოთავსება ადამიანების ფსიქოლოგიას რყვნის, რის გამოც პიკის დროს თავისუფალი ადგილების არარსებობა პანიკას იწვევს.

„როდესაც საჯაროვდება ცნობილი პირების მოთავსება კლინიკებში, მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე და შემდეგ ყველა ცდილობს საავადმყოფოში მოხვედრას.

გახსენდებათ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი, წამყვანი მუშკეტერის განცხადება, რომ ყველა კლინიკაში გვაქვს ადგილი თუ ვიჩალიჩებთ და მოვინდომებთ. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი, დანაშაულებრივი მიდგომა და ამან ძალიან დიდი უარყოფითი როლი ითამაშა.

გარდა ამისა, (ამბობენ) ყველანი კლინიკებში - გვაქვს საშუალება და ამისთვის გვაკრიტიკებთ? დიახ, ამისთვის გაკრიტიკებთ, რადგან როდესაც მიაჩვევ ყველას, პაციენტსაც და კლინიკასაც, რომ მსუბუქ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში ყოფნას არ ექვემდებარებიან, ისინი გადაგვყავს დროზე ადრე, ეს რყვნის როგორც ექიმის ისე პაციენტის ფსიქოლოგიას და ეგ იწვევს პანიკას, როდესაც პიკური სიტუაცია მოხდება“, - აღნიშნა ზურაბ გურულმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბოკერიას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

👉 „აიცერით! ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს“ - ზურაბ გურული

👉 „საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია