მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს

შვეიცარიამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
1625824277
COVID-19

ამერიკული კომპანია Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ ბუსტერის შექმნას იწყებს, რადგან აცრილ ადამიანებში იმუნიტეტი იკლებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამაძლიერებელი დოზის შექმნის დროა. რადგან კვლევით დადასტურდება, რომ ვაქცინის მესამე დოზა ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავტორიზებისთვის მედიკამენტების მარეგულირებელ ადმინისტრაციას მიმართავენ. Pfizer-ის განმარტებით, დელტა შტამით რეინფიცირების რისკი აცრიდან 6 თვის შემდეგ იზრდება.

მესამე დოზა კი ადამიანებს COVID 19-ისაგან უფრო მეტ დაცვას სთავაზობს.

„მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაავადებისგან დაცვა მთელი ექვსი თვის განმავლობაში მაღალია, რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლებელია, სხვადასხვა სიმპტომი გაჩნდეს. დღემდე, Pfizer BioNTech-ში მიიჩნევენ, რომ მესამე დოზა შეიძლება იყოს სასარგებლო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 6-დან 12-თვემდე, რათა შევინარჩუნოთ დაცვის უმაღლესი დონე“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიამ აღნიშნა, რომ BioNTech–ით შემუშავებული ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები წარმოქმნის გამანეიტრალებელ ანტისხეულების დონეს, რომლებიც – 10–ჯერ მეტია, ვიდრე ორი დოზის მიღების შემდეგ.

Pfizer-ის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა მედიკამენტებისა და სურსათის მარეგულირებელი ადმინისტრაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. მათი შეფასებით ამერიკელებს ბუსტერით აცრა ჯერ არ სჭირდებათ.

აცხადებენ, რომ კლინიკური კვლევები აგვისტოში დაიწყება.

ინფორმაციისათვის, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის ბავშვებში დაამტკიცა.

მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია.

იხილეთ აგრეთვე:

✅186 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 598 ადამიანი აიცრა

✅„კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ“ - გებრეისუსი