მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ივსება ვირუსით კოვიდით 19-ით ინფიცირებული აუცრელი ადამიანის ფილტვები - რენტგენის სურათები

კოვიდინფიცირებული ვაქცინირებული და არავაქცინირებული პაციენტების რენტგენის სურათი Pia.ge
1628102969
COVID-19

რენტგენის სურათებზე, რომლებსაც dailymail-ი ავრცელებს, ნათლად ჩანს, თუ როგორ ივსება ვირუსით კოვიდ 19-ით ინფიცირებული არავაქცინირებული ადამიანის ფილტვები, მაშინ როდესაც ვაქცინირებულ პაციენტებში დაავადება პრაქტიკულად არ შეინიშნება.

ამერიკელმა ექიმმა, ინტენსიური თერაპიის სამედიცინო განყოფილების დირექტორმა ჰასან კამელმა კორონავირუსის პანდემიის გაჩენიდან კოვიდით ინფიცირებულ ათასობით ადამიანს უმკურნალა.

რენტგენის სურათზე, აუცრელი ადამიანის ფილტვები თითქმის სრულად თეთრია, რაც ნიშნავს, რომ ფილტვები სავსეა ვირუსით, აღენიშნება ინტენსიური ნაწიბურები, რაც ჰაერის უკმარისობას იწვევს.

ვაქცინირებული პაციენტის სკანირებულ ფილტვებზე კი ჩანს, რომ ფილტვებში ჰაერი შედის და ვირუსისგან ფაქტობრივად თავისუფალია.

კორონავირუსი ხშირად იწვევს ისეთ გართულებას, როგორიცაა ფილტვების ანთება, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფილტვები ივსება სითხით და იწყება ანთებითი პროცესი.

ვინაიდან ჰაერის ტომრები სითხით ივსება, ფილტვები ვერ იღებს ჟანგბადის საკმარის რაოდენობას, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ხველა და ქოშინი.

კვლევაში, ასევე, აღმოაჩინეს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის დაზიანებული ეპითელური უჯრედები, რომლებიც მოდებულია სასუნთქ გზებზე ცხვირიდან ფილტვებამდე.

DailyMail-ის კვლევის თანახმად, მისურის შტატში კორონავირუსით ინფიცირების ახალი ტალღა გავრცელდა. ამასთან, ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულების საშუალო რაოდენობა დღიურად 2141-დან 2962-მდე, 36-%-ით გაიზარდა.

მისურის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შტატში გასული 14 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულების რიცხვი 1357-დან 1921-მდე გაიზარდა, რაც 41%-ით მაღალი მაჩვენებელია.

ექიმ გასან კამელის თქმით, 2020-2021 წლებთან შედარებით, მისი პაციენტების ასაკი გაცილებით გაახალგაზრდავდა და ძირითადად, აუცრელები არიან.

იმისთვის, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების ფილტვების რენტგენის სურათი ნათელი იყოს, კამელი შესაბამისი წარწერებით (კორონავირუსით ინფიცირებული აცრილი ადამიანის ფილტვები და კორონავირუსით ინფიცირებული აუცრელი ადამიანის ფილტვები) ფოტოებს აქვეყნებს.

ვაქცინირებული პაციენტის ფილტვების რენტგენის სურათზე შავი ადგილები ჩანს, რაც ნიშნავს, რომ ასეთ დროს ადამიანს შეუძლია დიდი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქოს.

შედარებისთვის, კოვიდინფიცირებული აუცრელი ადამიანის ფილტვების რენტგენის სურათი თითქმის მთლიანად თეთრია, რაც დაზიანებულ ფილტვებზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ ამ დროს ფილტვები სავსეა ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა წყალი, ბაქტერიები ან იმუნური სისტემის უჯრედები, რა დროსაც პაციენტს სრულყოფილად ჟანგბადის მიღება უჭირს.

ექიმის თქმით, აუცრელი პაციენტის რენტგენის სურათი ნათლად აჩვენებს, რომ კოვიდინფიცირებული საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და მას დახმარება ესაჭიროება.

„პაციენტს, დიდი ალბათობით, ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება და არა მხოლოდ. შესაძლოა, სიცოცხლის გადასარჩენად დასჭირდეს ვენტილაცია ან ინტუბაცია“, - განმარტავს ექიმი კამელი.

შედარებისთვის: თუკი ვაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოში კოვიდინფიცირებით ხვდებიან, მათ ინტენსიური თერაპია არ ესაჭიროება.

ამერიკელი ექიმი იმედოვნებს, რომ რენტგენის სურათები შეძლებს იმ ადამიანების დარწმუნებას ვაქცინირების აუცილებლობაში, რომლებიც ჯერ არ აცრილან.

„თუკი არ მოგწონთ პირბადე, ნამდვილად არ მოგეწონებათ ფილტვების ხელოვნურად ვენტილაციის პროცესიც“, - აღნიშნა კამელმა.