მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი ჯგუფები შეუერთდებიან ვაქცინაციის პროცესს? - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

ეკატერინე ტიკარაძე
1617181007
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესს მოსახლეობის კიდევ 3 ჯგუფი შეუერთდება.

„საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ 55 წელის ზემოთ მოქალაქეებს;

აღნიშნული გამოიწვია მოქალაქეთა დიდმა ინტერესმა და აქტიურობამ, გარდა ამისა, 55 წელს ზემოთ მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე იყო დიდი მოთხოვნა.

ასევე, დიალიზის მომხმარებელ პაციენტებთან მიმართებაშიც ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, რადგან ეს ჯგუფი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია;

ასევე, ორგანოგადანერგილი ადამიანებიც მაღალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ და ჩართულნი იქნებიან ვაქცინაციის პროცესში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 281 761-ს შეადგენს.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,

„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

აგრეთვე დაინტერესდებით:

⚫ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა

⚫ „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ საქართველოსთვის იდეალური ვაქცინაა“ - ნანა გეგეჭკორი

⚫ „დროსტარება“ აპრილში ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს“ - ამირან გამყრელიძე