მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პირბადე“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1624432632
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ დღეისათვის სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა, აბსოლუტურად დამშვიდების საშუალება არ გვაქვს. მისი თქმით, კოვიდ რეგულაციების მოშლის პირობებში საქართველოში, სამწუხაროდ, შემთხვევების რაოდენობა დიდი ალბათობით ქვემოთ არ ჩამოვა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, შესაძლებელია ზაფხულის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს, ამიტომ მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ძალიან მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო, სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, თქვენ აუცილებლად მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე. არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში“, - განაცხადა იმუნოლოგმა.

ინფორმაციისათვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ პირველი ივლისიდან უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირების ზრდის გამო მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ „კომენდანტის საათი“ 2020 წლის ნოემბერში დააწესა. 28 ნოემბრიდან „კომენდანტის საათი“ 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყებოდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კომენდანტის საათი“ უქმდება

✅არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა - წლის ბოლოსთვის პანდემია დაძლეული იქნება - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

✅„ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- The Guardian