მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- The Guardian

პირბადე
1624365040
COVID-19

„ვაქცინები ჯადოქრობა არ არის, ისინი ხელს უწყობენ ვირუსის შეჩერების შესაძლებლობას და ინფექციის შედეგების ინტენსივობას, გადაცემის შეწყვეტას, ამასთან, დაწესებული რეგულაციები კვლავ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“- განაცხადა ბირმინგემის უნივერსიტეტის ლექტორმა და ვირუსული იმუნოლოგიის მკვლევარმა ზანია სტამატაკიმ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ის აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ინგლისში საზოგადოების ვაქცინაციამ სავარაუდოდ გადაარჩინა 12,000 ადამიანის სიცოცხლე და ხელი შეუშალა 30,000-ზე მეტი პირის ჰოსპიტალიზებას.

ცნობილია, რომ ვაქცინირებულ ადამიანთა უმეტესობას ან საერთოდ არ ხვდება ვირუსი, ან მსუბუქი მახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება, ეს დამოკიდებულია ვირუსის კონკრეტულ შტამზე.

ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ვაქცინირებულები იყვნენ ვირუსის გადამდები სხვა ადამიანებისათვის, განსაკუთრებით ისეთი შტამის არსებობისას, რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგალითად დელტას ვარიანტი, რომელიც ამჟამად გაბატონებულია დიდ ბრიტანეთში.

მკვლევარი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენა, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ვაქცინების განახლების საჭიროება შეიქმნას. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩვენი ვაქცინები იცავს დელტას ვარიანტს.

როგორ გამოიყურება ვაქცინაციის უსაფრთხო დონე, რათა დავიცვათ ისინი, ვისაც არ აქვს იმუნიტეტის მაღალი დონე ან და რისკ-ჯგუფებში შედის? ეს დამოკიდებულია ვირუსის შტამზე. პანდემიის დასაწყისში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოსახლეობის 70% -ს ვაქცინაცია სჭირდებოდა.

„ჩვენ სწორ გზაზე ვართ, შეზღუდვები, სიფრთხილე და ვაქცინების მოქმედების გახანგრძლივება ჩვენს მხარეზეა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის ზომების დაცვა, რომ შევაჩეროთ COVID 19-ის გავრცელება, თორემ გაჩნდება ახალი ვარიანტები, რომლებიც საბოლოოდ გაექცევიან ვაქცინებს, რომლებიც ახლა გვაქვს.

ჩვენ ასევე შემოდგომაზე ვგეგმავთ გაძლიერებული მკურნალობის პროგრამას, რაც თავისთავად ბადებს კითხვებს, როგორიცაა მაგალითად უსაფრთხოების დაცვის ნორმებით როგორ შევაერთოთ კოვიდის ვაქცინაცია ზამთარში არსებული გრიპის ფონზე. მთავარი მიზანია ყველასთვის რისკის მაქსიმალურად შემცირება;

სანამ ჩვენი უმრავლესობა სრულად არ იქნება დაცული და ინფექციის მაჩვენებლები კვლავ არ დაიწევს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გავაგრძელებ ჩემი ნიღბის ტარებას დახურულ ადგილებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინების ეფექტურობამ რაც შეიძლება დიდხანს დაგვიცვას.

მე ვაგრძელებ ვაქცინირებულ ადამიანებზე იმუნიტეტის მონიტორინგს, რადგან ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გახანგრძლივდება ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ. როდესაც იმუნიტეტი იკლებს, ჩვენ იმუნური მეთვალყურეობის ტესტების საშუალებით ეს უნდა დავადგინოთ და მომდევნო წლებში საჭიროებისამებრ, უნდა მივიღოთ იგივე ან განახლებული ვაქცინები. ამ პანდემიიდან გასასვლელი გზა კიდევ რჩება“- აცხადებს ვირუსული იმუნოლოგიის მკვლევარი ზანია სტამატაკი.

ინფორმაციისათვის, პროფესორი ტიმ სპექტორი, რომელიც COVID 19-ის მახასიათებლებსა და სიმპტომებზე კვლევას ატარებს, აცხადებს, რომ ინდური ანუ დელტა შტამი შეიძლება ახალგაზრდებისთვის უფრო რთული იყოს.

შესაძლოა, ინფიცირებულებმა თავი ძალიან ცუდად არ იგრძნონ, თუმცა მათ შეიძლება საფრთხეში ჩააყენონ სხვები და მათთვის ინფექციის გადამდები წყარო გახდნენ. ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი, უნდა ჩაიტაროს ტესტირება. Covid 19-ის დელტა ვარიანტის კლასიკური სიმპტომები, რომლებიც ხალხმა უნდა იცოდეს, არის:

ხველა, ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, სუნის ან გემოვნების დაკარგვა (პროფესორი სპექტორი ამბობს, რომ ეს უკანასკნელი ახლა ნაკლებად გვხვდება, მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მისმა მისმა მკვლევარების გუნდმა მიიღო ათასობით ადამიანის შესწავლისას)

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანმოს განცხადების მიხედვით, სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

✅რა გავლენა აქვთ COVID 19-ის ვაქცინებს ორსულობაზე? შეიძლება თუ არა ვაქცინაცია მენსტრუალური ციკლის დროს? - ჯანმო-ს მთავარი მეცნიერის განმარტება

✅რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC