მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება

ეკატერინე ტიკარაძე
1616086239
COVID-19

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ ჩვენ ასტრაზენეკას მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იყოს ვაქცინაცია“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლისექთანი კომაში ჩავარდა.

ახალგაზრდა მედდა ახალციხიდან თბილისში კატასტროფის ბრიგადის ჯგუფმა გადაიყვანა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ექთნის მკურნალი ექიმი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი იქნება.

თუ რა გახდა ახალციხელი მედდის კომაში ჩავარდნის მიზეზი, ამას ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს.