მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 703-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 ივნისი 2020 წ.
1592118025
COVID-19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 703 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ქვეყანაში, კორონავირუსის 851 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 252 პაციენტი.