„დარწმუნებული ვარ, რომ პატრიოტი პრეზიდენტი ნავროცკი, რომელიც ძალიან მცირე ხანში გახდა პატრიოტი პოლონელი ხალხის უპირობო ლიდერი, ძალიან მალე მთლიანი, ჯანსაღად და ტრადიციულად მოაზროვნე ევროპის ლიდერადაც შედგება“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებას, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გამსახურდია აღნიშნავს, რომ ნავროცკის უდიდესი წვლილი მიუძღვის პოლონეთის სახელმწიფოს შენარჩუნებასა და სარწმუნოების გადარჩენის საქმეში, „რომელი საფრთხეებიც ცალკეული ქვეყნების, ლიბერალური მთავრობებიდან მომდინარეობდა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ პატრიოტი პრეზიდენტი ნავროცკი, რომელიც ძალიან მცირე ხანში გახდა პატრიოტი პოლონელი ხალხის უპირობო ლიდერი, ძალიან მალე მთლიანი, ჯანსაღად და ტრადიციულად მოაზროვნე ევროპის ლიდერადაც შედგება. უდიდესი წვლილია მისი, პოლონეთის სახელმწიფოს შენარჩუნების, პოლონეთის იდენტობის და სარწმუნოების გადარჩენის საქმეში. ძალიან ბევრი საფრთხე ააცილა ამ ადამიანმა პოლონეთს, რომელი საფრთხეებიც ცალკეული ქვეყნების, ლიბერალური მთავრობებიდან მომდინარეობდა. წარმატებები ბატონ პრეზიდენტს!“, - წერს გამსახურდია.