მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის დნმ
1622098432
COVID-19

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4699 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი: 2,09%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,47%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✔️ 508 ინფიცირება, 1481 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ 169 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✔️ ბრიტანელი კაცი, რომელმაც კოვიდვაქცინა პირველმა გაიკეთა, გარდაიცვალა