მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? - გაბუნიას განმარტება

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1626332794
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე ისაუბრა, ასევე, აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა და ინფექცია გავრცელდა.

„ჩემი პირადი აზრია, ადამიანის უფლება, არჩევანი გააკეთოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფუნდამენტური უფლებაა და ჩვენ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივცეთ. არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც ეს საკითხი დააყენა.

საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა, ჩვენთან ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ ეს პროცესი. არ იყო ვაქცინის არჩევანი, არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა.

უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში აგვისტოს ბოლომდე. შემდეგ შეიძლება აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, ვაქცინა ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის გახდეს სავალდებულო.

ერთის მხრივ არის ადამიანის უფლება, მერე მხრივ, პაციენტის უფლება, რომ სამედიცინო გარემოში ის დაცული იყოს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამედიცინო სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. მაკრონმა ვაქცინაციისთვის ექიმებს ვადა 15 სექტემბრამდე მისცა. ასევე, მან მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა ქვეყანაში პანდემია დასრულდეს და ბიზნესსაქმიანობის აღდგენა მოხდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი“

👉 „ამ მომენტისთვის შეზღუდვების შემოღება ცოტათი გაჭირდება“