მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

ექიმები კორონას წინააღმდეგ
1629277665
COVID-19

სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მედიას ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მინისტრმა მთელ სამედიცინო საზოგადოებას პანდემიის პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმის მცდელობაა, რომ ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი.

„რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ტიკარაძე: კერძო კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად ადამიანური რესურსი არ აქვთ

✔️ 5914 ინფიცირება, 3316 გამოჯანმრთელება, 49 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში