მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: კერძო კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად ადამიანური რესურსი არ აქვთ

ეკატერინე ტიკარაძე
1629270857
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია.

მინისტრის თქმით, კერძო კლინიკებში აცხადებენ, რომ საკმარისი ადამიანური რესურსი არ აქვთ პაციენტების მისაღებად.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ამის მიუხედავად კერძო კლინიკებს მაინც მიეცათ დავალება, რომ მაქსიმალურად მოახდინონ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა.

„კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ადამიანური რესურსი პაციენტების მისაღებად. აჭარაში და იმერეთში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს, მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ, რომ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა გვქონდეს, ჰოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება.

ამ ეტაპისთვის მათი მხრიდან მოცემული პირობა გვაქვს, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში 120 საწოლის დამატება მოხდება, ასევე, 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება, ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად“ - ტიკარაძე

👉 2 298 თბილისი, 877 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 5914 ინფიცირება, 3316 გამოჯანმრთელება, 49 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში